ახალი ამბები
გარემოვაჭრეები ძველ ტერიტორიაზე დროებით მუშაობის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები. ისინი სააღდგომოდ მუშაობის ნებართვას ითხოვენ. მათი მტკიცებით, მოედანზე, სადაც მერიამ მუშაობის ნება დართო, მყიდველი არ შედის და თავის გატანას ვერ ახერხებენ.

დღეს დილით აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე გარემოვაჭრემ საკუთარი საქონელი გამოიტანა, თუმცა სამართალდამცავები მათ ვაჭრობის უფლებას არ აძლევენ.

„სააღდგომოდ ათი დღით თუ არ მოგვცემენ აქ მუშაობის საშუალებას, აქციებს დავიწყებთ. იმ ტერიტორიაზე, სადაც მოგვათავსეს, არავინ შემოდის და ფაქტობრივად, ვერ ვმუშაობთ“, - ამბობენ ისინი.

გარემოვაჭრობის მოთხოვნით ზუგდიდში ორი კვირის განმავლობაში აქციები მიმდინარეობდა. მოთხოვნა მერიამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მათ ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებულ საფეხბურთო მოედანზე ვაჭრობის ნებართვა მისცა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სააღდგომოდ გარევაჭრობას ითხოვენ (ვიდეო)
Print