ახალი ამბები
ანაკლიის პორტმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს წითელ ნუსხაში შეტანილი ხე აჩუქა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დღეს იშვიათი ჯიშის წაბლის ხე დარგეს. ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ წითელ ნუსხაში შეტანილი ხე ანაკლიის პორტმა ბოტანიკურ ბაღს აჩუქა.



„ხე გვაჩუქეს, ამოვიღეთ ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, წამოვიღეთ და დავრგეთ“, - თქვა ქარჩავამ.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


Print