ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა. მან ბუხუტი ნიკურაძე შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე სამ წელზე მეტ ხანს მუშაობდა.

ამასთან, შეიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. ამჟამად უწყებას ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს.


ნიკოლოზ დიასამიძე


შს სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჯიქია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. იგი 2006 წელს  ქ. ფოთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ხოლო 2017 წლის აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ამავე თემაზე:

სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
Print