ახალი ამბები
ზუგდიდში თანატოლის დაჭრაში ბრალდებულ მოზარდს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადიანის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებულ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რადიო „ათინათს“ სასამართლოში განუცხადეს, რომ სხდომა დახურული იყო და მას ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი დაესწრო.

ცივი იარაღით არასრულწოვნის დაჭრაში ბრალდებული 27 მარტს დააკავეს.

15 წლის მოზარდი დადიანის ქუჩაზე 14 მარტს, დღისით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში თანატოლის დაჭრაში ბრალდებული მოზარდი დააკავეს
Print