ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის სამუშაო შეხვედრა ლესიჭინეში
დღეს ლესიჭინეს თემის N 1 საჯარო სკოლაში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც სკოლის მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანი იყო „დროის ბანკის“ და „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის“ გაცნობა.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო „დროის ბანკის“ არსის გაცნობა-პოპულარიზაციას. მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: „დროის ბანკის“ არსი, შექმნის ისტორია, მუშაობის პრინციპები და სხვა. აგრეთვე, სამუშაო შეხვედრებზე მოხდა მსურველთა რეგისტრაცია. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ხაზი გაესვა „დროის ბანკის“ ინსტრუმენტის ამოქმედების მნიშვნელობას, რადგანაც ის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის საჭირო ასპექტს წარმოადგენს, ხელს უწყობს ინდივიდებს, ორგანიზაციებს შორის მომსახურეობის გაცვლას, არის ორმხრივი მოხალისეობრივი ფორმა, რაც საბოლოოდ მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სოციალური კაპიტალის დაგროვებაზე.

მეორე ნაწილი დაეთმო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გააზრებას. შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილეს მესამე სექტორის მნიშვნელობას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 2020 წლის ბოლომდე, 5,07 მილიონი ევროს ბიუჯეტით (ევროკავშირის კონტრიბუცია შეადგენს 3,8 მილიონ ევროს) განხორციელდება 110 აქტივობა, გაიცემა 720 ათასი ევროს ღირებულების 80–მდე ქვეგრანტი და მთელი საქართველოს მასშტაბით 2500–ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ჩაერთვება დაგეგმილ აქტივობებში.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.
სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაციის ასოციაცია “ათინათის“ წარმომადგენელებმა ჩაატარეს, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნულ შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებუსლოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, მოადგილე კობა ჯიქია და საკრებულოს წევრები მამუკა ფიჩხაია, ჯანო პერტაია დაესწრნენ.

Print