ახალი ამბები
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ შესაძლოა ანაკლიის პორტის დიზაინზე იმუშაოს
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საპროექტო კომპანია ანაკლიის პორტის დეტალურ დიზაინზე მუშაობით დაინტერესდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა აცნობა. მათივე ინფორმაციით,  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი, საპროექტო და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანიის, BergerABAM-ის გუნდმა შეისწავლა, რომელიც საქართველოს BergerABAM-ის  პორტის დეტალური დიზაინის პროექტთან დაკავშირებით ეწვია. ადგილზე საპროექტო კომპანიას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და პორტის ტერმინალ-ოპერატორის, SSA Marine-ის მენეჯმენტმა უმასპინძლეს.

კონსორციუმის ცნობით, BergerABAM-ი საპროექტო, საინჟინრო, საზღვაო სფეროს, სამშენებლო მენეჯმენტის, წყალქვეშა კვლევებისა და გარემოსდაცვით სერვისების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომლის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორისაა პანამის, დუბაის, მექსიკის, ვაშინგტონის საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურისა და პროექტირების განვითარება. კომპანიასთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მენეჯმენტი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს დეტალური დიზაინის პროექტირებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემაზე სამუშაოდ ანაკლიაში ასევე იმყოფებოდნენ SSA Marine-ის ვიცეპრეზიდენტი და საინჟინრო მიმართულების დირექტორი.



„გვიხარია, რომ ანაკლიის პორტის ტერიტორიის ნახვის შესაძლებლობა მოგვეცა, ძალიან საინტერესო პროექტია, მსგავსი პროექტები ჩვენ განხორციელებული გვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა წეტილში, მათ შორის, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. მთლიანობაში, ადგილზე რომ ვნახეთ პორტის ტერიტორია, ვიდრე ველოდით, იმაზე მეტად მოგვეწონა; ვიცოდით რომ აქ იყო სირთულეები ტერიტორიის უხვწყლიანობის მხრივ, თუმცა, ვნახეთ, რომ მაღალი დონის წინასწარი სამუშაოებია ჩატარებული და მიგვაჩნია რომ აქ ძალიან კარგი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი“, - განაცხადა BergerABAM-ის ვიცე-პრეზიდენტმა კრის კორნელმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი კონსორციუმმა 2017 წლის პირველ ნახევარში შეიმუშავა. ამ ეტაპზე კი პორტის დეტალურ დიზაინზე მუშაობა იწყება, რომლის შესადგენადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საერთაშორისო ტენდერი გამართა და მასში მონაწილეობისთვის მსოფლიოს 20 საუკეთესოთა სიაში შესული კომპანიები მოიწვია. მათგან ერთ-ერთი საუკეთსო შემოთავაზება BergerABAM-მა წარმოადგინა, რომელთანაც ამჯერად დეტაულური მოლაპარაკებები გრძელდება. გამარჯვვებულ კომპანიას კონსორციუმი უახლოეს ხანში დაასახელებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.