რეგიონი
მესტიაში აქციის მონაწილეები გუბერნატორს ელოდებიან
მესტიაში, სადაც „მესტია-ჭალა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორს ლევან შონიას ელოდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა აქციის მონაწილე ნათია ქურდიანმა განუცხადა.

„ჩვენ ადგილზე ვრჩებით და არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით ხალხი მოგვემატა. გვითხრეს გუბერნატორი მოდისო და ველოდებით. ვფიქრობ მოლაპარაკების მიზნით ჩამოდის“, - თქვა ქურდიანმა.

აღნიშნული ინფორმაცია რადიო „ათინათს“ სამხარეო ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მესტიაში გუშინ შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე იმყოფებოდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საბანაძემ მათ სთხოვა ტექნიკისთვის გზა გაეხსნათ და ისინი გაეტარებინათ, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ადგილობრივებმა გუშინ გზა გადაკეტს და სპეციალური ტექნიკა არ გაატარეს.



მესტიაში ადგილობრივები ჰესების მშენებელი კომპანიის სპეციალურ ტექნიკას არ უშვებენ 

მესტიაში აქციაზე შს მინისტრის მოადგილე ჩავიდა 


Print