მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას
- ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღევანდელ დღესათან
დაკავშიებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება და ბზა იკურთხება.
ზუგდიდში მრევლს ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის
საკათედრო ტაძარის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ მიულოცა.
"ეს კვირა ვნების კვირეულად იწოდება. ეკლესიებში ყოველდღიურად დილის
შვიდი საათოდან დაიწყება ღვთისმსახურება, სადაც მოძღვრები წაიკითხავენ
წმინდა სახარებას. მორწმუნეებს ექნებათ საშუალება ეზიარონ. ყველა
ქრისტიანს მოვუწოდებ ვისაც ჯერ არ დაუწყია მარხვა, ბოლო ერთი კვირა
იმარხულონ. იყონ ეკლესიაში და მიიღონ საღმრთო მადლი. ეს ლოცვები და
საიდუმლოებები მთლიანად ცვლის ადამიანს, უკეთესობისკენ“, - აღნიშნა
მოძღვარმა.
ბზის კურთხევა ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე:დღეს
ბზობაა
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები