რეგიონი
აქციის მონაწილეებმა მშენებარე ჰესების ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა შეუშვეს
მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ორი დღის განმავლობაში არ ატარებდა და გზაზე იყო გაჩერებული, გუშინ, გვიან ღამით მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე შეუშვეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ნათია ქურდიანმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკის შეშვებასთან დაკავშირებული შეთანხმება შედგა. აღნიშნული გადაწყევტილება აქციის მონაწილეებმა შს მინისტრის მოადგილესთან მეორედ შეხვედრის შემდეგ მიიღეს.




"არ გაგრძელდება არანაირი სამუშაო სანამ ჩვენ და კომპანიის ხელმძღვანელობა დეტალებზე არ შევთანხმდებით. ყველანაირი სამუშაოს წამოწყება ჩაითვლება მიზანმიმართულ პროვოკაციად. 24 საათიან რეჟიმში ამ პროცესებს გააკონტროლებს მობილური ჯგუფი", - აღნიშნა ნათია ქურდიანმა.

შს მინისტრის მოადგილე მესტიის მოსახლეობას უკვე მეორეჯერ შეხვდა. კახაბერ საბანაძე მესტიაში 31 მარტსაც იმყოფებოდა.



მესტიაში ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს და ორი დღის განმავლობაში სპეციალური ტექნიკა, რომელიც ცემენტით არის დატვირთული, მშენებარე ჰესის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.



Print