ახალი ამბები
„ქართულმა ოცნებამ“ ცაიშის მაჟორიტარობის კანდიდატად თენგიზ ალმასია დაასახელა
ცაიშის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სახელისუფლებო გუნდმა სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელა.

შესაბამისი განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თენგიზ ალმასია პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია.

2017 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჟორჟოლიანი გახდა. ის ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. კანონმდებლობის თანახმად არჩევნები სოფელ ცაიშში 13 მაისს ჩატარდება.

ამავე თემაზე:

ცაიშში შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება
Print