2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე - ზუგდიდელი მშობლების ვიდეო ბლოგი (ვიდეო)
13:03 / 02.04.2018
ყოველი წლის 2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით,
ზუგდიდში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მშობლებმა ერთობლივი ვიდეო ბლოგის გაკეთება გადაწყვიტეს, რაშიც მათ რადიო „ათინათი“ დაეხმარა.
„დამირეკა ჩემმა მეგობარმა მაკა დგებუაძემ, რომელიც ასოციაცია „გზამკვლევის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მთხოვა, აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რაიმე აქტივობა გაგვეკეთებინა. მოვიფიქრეთ, ჩაგვეწერა ვიდეო, სადაც მშობლები ისაუბრებდნენ თავიანთ შვილებზე, მიდგომებზე, ისტორიებსა და გამოცდილებაზე. ვფიქრობ, ამ ვიდეო ბლოგით ჩვენი წვლილი შევიტანეთ აუტიზმის ცნობადობის ამაღლებაში და ასევე ერთგვარი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ სხვა მშობლებს“, - თქვა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და მშობელმა დავით ქანთარიამ.
2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემები აღენიშნებათ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები