რეგიონი
ახალგაზრდა სენაკელი გამომგონებლები ზუგდიდში თანატოლებს შეხვდნენ (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში სენაკელი მოსწავლეები, რომლებმაც NASA-ში ერთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს, ზუგდიდელ მოზარდებს ტექნოპარკში შეხვდნენ. ახალგაზრდა გამომგონებლები თანატოლებს თავიანთი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ ესაუბრნენ.

„კოსმოსურ ცენტრში გვაძლევდნენ სხვადასხვა დავალებას. ზოგიერთ აქტივობას წარმატებით გავართვით თავი, ზოგიერთს მეტ-ნაკლებად. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ სასწავლო პროგრამაში ჩვენი მონაწილეობა იყო წარმატებული… ასევე ვფიქრობ სხვა ქვეყანაში საქართველოს შესახებ ცნობადობა გავზარდეთ“, - თქვა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლემ  დეა ჩიტაიამ.

შეხვედრას ახლგაზრდა გამომგონებლების მენტორი უტა კილასონია და 2017 წლის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა უძღვებოდნენ. პედაგოგებმა STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) სწავლების პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.

სენაკელმა ბავშვებმა მეწყერსაშიშ ზონებში შეტყობინებების წინასწარ მიმღები გამოიგონეს. ეს იდეა მოსწავლეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სტიქიამ მათი სკოლის ეზო დააზიანა.



Print