ახალი ამბები
მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

მანამდე სხდომა მოსამართლემ პროკურორ მაია ჯაბუას შუამდგომლობით დახურა. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების" ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას ინფორმაციით, ფაქტის ამსახველი აუდიო ჩანაწერი არსებობს, რომელშიც მამაკაცი გოგონას ავიწროებს.

სამართალდამცავებმა ბრალდებული ორი დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 141-ე გარყვნილი ქმედების მუხლითაა აღძრული.


ამავე თემაზე:

პროკურატურა ზუგდიდის სასამართლოს გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას თხოვს
Print