ახალი ამბები
გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტრასბურგში წავალთ (ვიდეო)
წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაღუპულის დედამ იზა რუსიამ უთხრა. ის დღეს ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან იმყოფებოდა, საიდანაც მისი შვილის ტანსაცმელი წაიღო.

„დამიბარეს და გადმომცეს ტანსაცმელი, რომელიც იმ დღეს ბექას ეცვა. აუცილებლად წავიღებ ექსპერტიზაზე, რადგან ჩატარებულ ექსპერტიზას არ ვენდობი. ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში უკვე გავასაჩივრეთ და სამართალს თუ საქართველოში ვერ მივაღწიეთ, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წავიღებ. მოვითხოვ ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას, ვისიც იყო იარაღი. ისინი, ვისი, დაუდევრობის გამოც, ბექა ცოცხალი აღარ არის, ციხეში უნდა ისხდნენ. ის იარაღი უყურადღებოდ რომ არ დაეტოვებინათ, ეს არ მოხდებოდა“, - აღნიშნა რუსიამ.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარზე საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით იყო აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ წვევამდელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  რუსიების ოჯახი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და საგუშაგოს მეთაურების, მათ შორის, ალექსანდრე კვიჟინაძის დასჯას ითხოვს.

გარდა ამისა, ბექა რუსიას ტელეფონში აღმოჩენილი ფოტო-ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება სს კოდექსის 333-ე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზეც დაიწყო.


ამავე თემაზე:

გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.