ახალი ამბები
ზუგდიდში „ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერა გაიმართება
15 აპრილს ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში ექვთიმე თაყაიშვილზე გადაღებული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ პრემიერა გაიმართება. ფილმი, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორიას მოგვითხრობს, ძირითადად კი 1921-1945 წლებს, როცა თაყაიშვილის საფრანგეთში ემოგრაციაში იმყოფებოდა.

ფილმში ასახულია საბჭოთა წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში 1921 წელს, როცა მთავრობამ გადაწყვიტა შეეკრიბათ სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი და გაქცეულიყვნენ საფრანგეთში ემიგრაციაში. მათ სამუზეუმო განძის შეკრება დაავალეს ექვთიმე თაყაიშვილს და მის მცველად დანიშნეს. ფილმის სიუჟეტი უმეტესად სწორედ მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას მოიცავს.

სურათს თან გასდევს ექვთიმესა და მისი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას სიყვარულის ამბავი.

ექვთიმეს როლს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი, მისი მეუღლის როლს კი ანა წერეთელი ასრულებს.

მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ tkt.ge-ზე 5 ლარად შეუძლიათ.

Print