ახალი ამბები
საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომანქანების ყიდვა აეკრძალათ
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 მარტის დადგენილების შესაბამისად, ყველა საჯარო დაწესებულებას შავი ფერის ავტომობილების ყიდვა აეკრძალა. აღნიშნული პუნქტი 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილების დანართს პრეამბულის სახით დაემატა.

ცვლილების თანახმად, „შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.“

ამავე დადგენილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად უნდა მიიღონ.

გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ევალებათ, რომ მიმდინარე წლის 15 მაისამდე, ავტომანქანები, რომლებიც გამოსულია მწყობრიდან და არარენტაბელურია მათი შეკეთება, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განსაკარგავად გადაეცეს.

Print