რეგიონი
გიორგი სიგუა: gem fest კერძო მიწაზე ჩატარდება
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და ის კერძო მიწაზე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაცია gem fest-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ფესტივალის დამფუძნებელი გიორგი სიგუა ამ განცხადებით მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ხელისუფლება gem fest-ისთვის სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემას არ აპირებს.

„მეგობრებო მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს გარკვეული მიზეზების გამო მოგვაქირაოს სახელმწიფო ბალნსზე არსებული მიწა. ფესტივალი 9 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნება და 12-ში ასევე საზეიმოდ დაიხურება. მიუხედავად იმისა ეს კონკრეტულ ჩინოვნიკებს ესიამოვნებათ თუ არა. საკმაოდ ბევრი ცივი წყალია ენგურში და შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ. რაც შეხება მეტ კონკრეტიკას. კვირის ბოლოს ჩაგაყენებთ საქმის კურსში“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო Gem Fest 2018 - სთვის მიწის იჯარით გაცემაზე, კომპანია GMF-ს უარს ეტყვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა სისაურმა განუცხადა.


ამავე თემაზე:

სახელმწიფო Gem Fest-ისთვის მიწას იჯარით აღარ გასცემს
Print