რეგიონი
სენაკში ნაპოვნი დაჭრილი ორბი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მოქალაქის მიერ ნაპოვნი დაშავებული ორბი, ბათუმის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, სათანადო მკურნალობის შემდგომ დეპარტამენტის თანამშრომლები ფრინველს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.

ორბი ფრინველების კლასის წარმომადგენელია, რომელიც განეკუთვნება ქორისებრთა გვარს, საქართველოში გვხვდება ერთი სახეობა ორბი (Gyps fulvus), რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხაში“ არის შეტანილი.


Print