ახალი ამბები
აფხაზი და ოსი აბიტურიენტები უნარების გამოცდას აღარ ჩააბარებენ
საქართველოს მთავრობის „სამშვიდობო ინიციატივის“ ფარგლებში საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების შესახებ ცვლილებები შევა, რომლის თანახმად აფხაზურ და ოსურენოვან აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების ჩაბარება არ მოუწევთ.

„უნარების ტესტის ნაცვლად, აფხაზური და ოსური ენის ტესტი 1+4 პროგრამაზე გარდა ამისა, გამარტივდება 1+4 სისტემით მოხვედრა აფხაზური და ოსურენოვანი აბიტურიენტებისათვის. კერძოდ, სათანადო ცვლილებები ხორციელდება საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“, რის შედეგადაც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აფხაზურ და ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ნაცვლად, რომლის ჩაბარება სპეციფიური ტერმინების გამო მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს, შესაძლებელი იქნება აფხაზური/ოსური ენის გამოცდის ჩაბარება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიზანი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარებაა.

Print