ახალი ამბები
გუბერნია: სამეგრელოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებში საინიციატივო ჯგუფები ჩაერთო
სამეგრელოში საინიციატივო ჯგუფები მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების ფარგლებში, მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საცხოვრებელი სახლების სხვენების და დამხმარე ნაგებობების შეწამვლა მიმდინარეობს.

გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტარციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც შეწამლვითი სამუშაოების გარდა, საცხოვრებელ ოთახებში, სადაც ქიმიური წამლობა აკრძალულია, ფაროსანასგან დასუფთავების სამუშაოებს ატარებენ. ამავდროულად შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, რეგიონის ყველა მერს დაევალა, მუნიციპალიტეტში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შშმ ოჯახებს ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებში დაეხმარება.

Print