ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურში კონცერტებს ორგანიზებას Black Sea Arena გაუწევს
ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონაში კონცერტებს ორგანიზებას „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტი გაუწევს. აღნიშნული სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ტურისტული სეზონის დაგეგმვასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელსაც გუბერნატორთან და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ,,Black Sea Arena"-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი დაესწრო.

სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, USAID-თან ერთად გადამზადებულია საოჯახო ტიპის სასტუმროები, სადაც ახალი სეზონისთვის უკვე მზად არიან.



"წლევანდელი სეზონი უნდა იყოს მაქსიმალურად დატვირთული, არა მხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ ეს უნდა იყოს ყველასთვის საინტერესო დასასვენებელი ადგილი. ანაკლიაში წელს ელექტრონული მუსიკის „ვიქენდებთან“ ერთად, სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება“, - თქვა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

Black Sea Arena-ს დირექტორის თქმით, კი Chek in Georgia-სთვის სამეგრელო უმნიშვნელოვანესი რეგიონია.

„ანაკლია-განმუხურის ტერიტორია უდიდეს პოტენციალს ატარებს, რათა ტურისტულად საინტერესო და მიმზოდველი გახადოს საქართველო. სწორედ ამიტომ „Black Sea Arena“-ს მენეჯმენტი პროფესიონალების გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ანაკლიაში 2018 წლის ზაფხული საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა 2019 წლიდან გამოცხადდება სახელმწიფოს მრავალწლიანი მხარდაჭერის პროგრამა, რაც ანაკლიისთვის ახალ ფესტივალს შექმნის", - აღნიშნა ანი კავლელიშვილმა.

ანაკლიაში წელს ასევე, USAID-ის პროექტ ZRDA-სთან ერთად, ბიზნესფესტივალ "ანაკლიობა"-ს ჩატარებაც იგეგმება.

ამავე თემაზე:

მინისტრი: ანაკლიაში წელს რამდენიმე შაბათ-კვირას მუსიკალური ფესტივალი ჩატარდება
Print