ახალი ამბები
სააღდგომო ღვთისმსახურება სამეგრელოს ტაძრებში (ფოტო)
დღეს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სამეგრელოში მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ წირვა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში აღავლინა.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ქრისტეს აღდგომა ზუგდიდში ფოიერვერკითაც აღნიშნეს.



ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია

ყულიშკარის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში საზეიმო წირვა მამა ექვთიმემ აღავლინა.




ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა უფლის აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩაატარა.




ფოტო: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია

სადღესასწაულო მსახურებას წარუძღვა წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში დეკანოზი იოანე.


ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

წირვა ჩატარდა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, სადაც მოგვიანებით იერუსალიმიდან ჩამოტანილი ცეცხლიც გაავრცელეს.



ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ქრისტეს აღდგომით 40 დღიანი მარხვა გახსნილდა.

სახარების მიხედვით, უფალი ძე ღვთისა იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და მისი ცოდვების გამოსასყიდად განკაცდა, ჯვარს ეცვა და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. 12 საუფლო დღესასწაულს შორის აღდგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.



Print