რეგიონი
ზუგდიდში 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს. 

დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, ერის ისტორიისთვის ეს დღე ტკივილიანი და ამავე დროს ამაღლებულია.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

Print