რეგიონი
ოჩამჩირეში გატაცებული თურქეთის მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ
ორი თვის წინ ოჩამჩირეში გატაცებული თურქეთის მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდის სახით, 2 მილიონ დოლარს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია, სელიმ ქაიას მამის, ბიზნესმენ იაკუპ კაიას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, წერს „ამერიკის ხმა“.

თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი, 48 წლის სელიმ კაია ოჩამჩირეში 9 თებერვალს გაიტაცეს. ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ფაჩულიამ ის ავტომანაქანით ნავსადგურიდან ქალაქის ცენტრამდე მიიყვანა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ. მეორე დღეს, ტყვიებით დაცხრილული, BMW - მარკის ავტომობოლი, ოჩამჩირედან 7 კილომეტრში აღმოაჩინეს.

თურქული წყაროების თანახმად, თავდაპირველად გამტაცებლები 100 000 დოლარს ითხოვდნენ, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გატაცებულის მამა საგანგებოდ ჩავიდა დე ფაქტო აფხაზეთში და ადგილზე გაეცნო შვილის ძიებასთან დაკავშირებული ოპერაციის მიმდინარეობას, გამოსასყიდის ოდენობა 20 - ჯერ გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქის გატაცება ოკუპირებულ აფხაზეთში ქაფშიას მოპოვების უკანონო ბიზნესს და აფხაზურ - თურქულ - რუსული ინტერესების შეჯახებას უკავშირდება. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად, სელიმ ქაიას აფხაზი და რუსი პარტნიორების ვალი მართებს და გამტაცებლები სწორედ ამ თანხის მიღებას ცდილობენ. თუმცა ქაიას ოჯახი არ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

თურქეთი პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა, 25 მარტს მმართველი პარტიის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ მან სელიმ კაიას გატაცების ამბავი პირად კონტროლზე აიყვანა და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს მის გასათავისუფლებლად.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გატაცებული სელიმ კაია, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ კატეგორიულად უარყო ეს ინფრომაცია და აღნიშნა, რომ გალში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.

კაიას ოჯახი, რომელიც ტრაბზონთან ახლოს ქალაქ ჩარშიბაშიში ცხოვრობს, მჭიდროდ არის დაკავშირებული თურქულ კომპანია Kobyalar Group-თან. ეს ბიზნესჯგუფი შვილობილი Koptur Balikcilik-ის მეშვეობით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევით, თევზის მოპოვებისა და გადამუშავების ბიზნესში ჩართულია, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე ფოთში. ოჩამშირეში Kobyalar Group საწარმო „ხამსას“ ფლობს, ხოლო ფოთში კომპანია „აისბერგ-2“-ის ყველაზე მსხვილი მეწილეა.


Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2019
19 წლის გოგონა, რომელიც რუსთავში ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის გაკეთებამდე გარდაიცვალა, სენაკში საკუთარ სახლში ჩამოასვენეს.
18 / სექტემბერი 2019
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი და ძებნილი შეიწყალა, საზოგადოების უმეტესი ნაწილის კრიტიკის საფუძველი გახდა.
18 / სექტემბერი 2019
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურაზე, განათლებაზე და სოციალურ პროგრამებზე.
საზოგადოება
NDI-ის მიერ 13-და 29 ივლისის ჩათვლით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველ შედეგებს მედიას 17 სექტემბერს წარუდგენს.
2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.