ახალი ამბები
ზუგდიდში მინი ფეხბურთში ოთარ გაბელიას სახელობის ტურნირი გაიმართა
ზუგდიდში დღეს სპორტის ოსტატის ოთარ გაბელიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში პირველად ჩატარდა. სპორტული შეჯიბრის ჩატარების ინიციატივა ეგრისის უბნის მაჟორიტარს, საკრებულოს წევრ დავით გახარიას ეკუთვნის. მისი განცხადებით, ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ტურნირის მიზანი სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების გზით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.



შეჯიბრს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის დეკანოზი მალხაზ ჭანტურია დაესწრნენ.


ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო
Print