ახალი ამბები
ქარის გამო ხობის საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა
წუხელ ძლიერი ქარის შედეგად პრობლემები შეიქმნა ზუგდიდსა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. გარდა ამისა, ქარმა სხვადასხვა ადგილას ხეები მოგლიჯა.

„ამ დროისთვის ელექტროენერიის აღდგენისა და გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ მერიაში.

რაც შეეხება ხობს, სტიქიამ სოფელ ქარიატაში საფეხმავლო დაკიდული ხიდი დააზიანა, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ქარის შედეგად ქალაქს დილით წყლის მიწოდებაც შეუწყდა და  საბავშო ბაღები დაიხურა. გარდა ამისა, ქარმა ერთ შენობასა და რამდენიმე სახლს სახურავი ნაწილობრივ ახადა, სოფლებში კი ხეები წააქცია. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზები გაწმენდილია.

"იყო ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები, თუმცა ამ დროისთვის აღდგენილია", - აღნიშნეს მერიაში. 

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, ჯერჯერობით, ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

Print