ახალი ამბები
სკოლებში სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება
2018-2019 სასწავლო წელი 17 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს მასშტაბით ჯამში - 74 606 მოსწავლის მიღებაა შესაძლებელი. გიგაურის თქმით, სავარაუდოდ, წელს პირველ კლასში 55 000-მდე მოსწავლე შევა.

მინისტრის მოადგილემ მშობლებს მიმართა, რომ სკოლები სახლთან ახლოს შეარჩიონ.

დღეს 2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.

Print