რეგიონი
საკრებულოს წევრი მერის მოადგილეს - ნაბახუსევზე ხარ (ვიდეო)
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს საკრებულოს წევრები და მერის მოადგილე მაიზერ ნანავა დაუპირისპირდნენ. კამათი სოციალური საკითხების განხილვას მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მერია სოციალური პროგრამისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციური წევრების ბრალდებებს ნანავამ დემაგოგია უწოდა. ამის შემდეგ მერის მოადგილეს ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ უთხრა, რომ ის ნაბახუსევი იყო, რამაც ნანავას გაღიზიანება გამოიწვია.



„შენ თვითონ ხარ ნაბახუსევი. მე სხდომაზე ნასვამი არ დავდივარ. შენ ხარ მატყუარა“, - უთხრა მაიზერ ნანავამ წითლიძეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, დეპუტატებს კორექტულობისკენ მოუწოდა. ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე სიტუაცია დასტაბილურდა.


Print