ახალი ამბები
კეთილი ინებეთ და შემოიყვანეთ უფასოდ გაზი განმუხურში - მოქალაქე საკრებულოს სხდომაზე (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას განმუხურის რამდენიმე მკვიდრი ესწრება. ისინი დეპუტატებისგან და მერიის წარმომადგენლებისგან გაზიფიცების საკითხის მოგვარებას ითხოვაენ. მათ მიერ საკრებულოს სახელზე შეგროვებული ორასზე მეტი ხელმოწერა ფრაქცია „ერთიანის ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ანა წითლიძემ წარადგინა.


„არანაირი შეღავათი არ გვაქვს განმუხურელებს, საზღვირსპირა სოფლის მცხოვრებლებს, რომელთაც ფაროსანამ მოსავალი გაგვინადგურა, საქონელი რომ სახლიდან გადის, უკან არ გვიბრუნდება.... "საზღვარზე" გადადიან... კეთილი ინებეთ, შეაწუხეთ ზემდგომები შემოგყვანეთ უფასო გაზი, დაინტერესდით ჩვენი პრობლემებით“, - თქვა სხდომაზე ოდიკო ჭაფანძემ. 



ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, განმუხურის უფასო გაზიფიცირება ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„პირადად მამუკა წოწერია დაპირდა მათ, რომ სოფელში უფასო გაზი ექნებოდათ. სხვა სოფლებისან განსხვავებით კი აღმოჩნდა, რომ აქ ხალხს ფულს სთხოვენ. დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ გაერკვნენ ამ საკითხში და გასცენ ამ ხახლს კონკრეტული პასუხები“, - აღნიშნა წითლიძემ.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია მათ საკითხის გარკვევას დაპირდა.

„ჩავიხედავთ ამ საკითხში, შევისწავლით და ამ ადამიანებს კითხვებზე ამომწურავ პასუხებს გავცემთ“,- თქვა ჭეჟიამ.




Print