ახალი ამბები
ოპოზიცია მმართველ გუნდს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს
ზუგდიდის მერიამ ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების ლიმიტი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს 100 ლარით შეუმცირა. აღნიშნული თანხა ამიერიდან 150 ლარს შეადგენს. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.

გადაწყვეტილებას არ ემხრობიან ოპოზიციური ფრაქციები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ადგილობრივი ხელისუფლება სოციალური პროგრამების დაფინანსების ხარჯზე საკუთარი ხელფასების ზრდაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების ხარჯები 100 ლარით პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც შეუმცირდათ.

„მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გაზარდა ხელფასები, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოციალური პროგამები გაანახევროს. გარდა ამისა, ოპერაციების თანადაფინანსების წესიც შეიცვალა და ზუგდიდელები ამ სერვისით ვერ ისარგებლებენ. თანდაფინანსებას მხოლოდ პენსიონერები და სოციალურად დაუცველები მიიღებენ. ვითხოვთ ხელფასების შემცირებას და სოციალური პროგრამების დაფნანსებას“, - აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნული გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია „ევროპული საქართველოც“. ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, არგუმენტი, რომ წამლები არამიზნობრვად იფლანგება, უსუსურია.

„არსებობს ამის კონტროლის მექანიზმი და გააკონტროლონ. რა დააშავა მან, ვისაც მართლა სჭირდება ეს წამლები. ფაქტია, რომ ვერ ასრულებენ საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს და გაჭირვებული ადამიანების თანხებით აპირებენ ეკონომიას“, - თქვა ბათლომე შელიამ.

თავის მხრივ, ბრალდებებს უარყოფენ მერიის წარმომადგენლები. სხდომაზე სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურის თავმჯდომარემ ნინო სხულუხიამ განმარტა, რომ ერთჯერადი დახმარებები გამართლებული არ არის და პრობლემას არ აგვარებს.

რაც შეეხება ოპერაციების თანადაფინანსების შეწყვეტას, სხულუხიას მტკიცებით, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.

ამ პოზიციას იზიარებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიაც. მისი თქმით, ტყუილია ის განცხადება, რომ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა.

„არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და დაემატა უშაქრო დიაბეტის მქონე ბენეფიცრები. მხოლოდ ერთი მიმართულებით შემცირდა ერთჯერადი მისაღები თანხის ოდენობა“, - აღნიშა ჭეჟიამ.



აღნიშნულ საკითხს დაპირისპირება ოპოზიციონერ დეპუტატებსა და ზუგდიდის მერის მოადგილეს შორის მოჰყვა. მაიზერ ნანავამ ბრალდებებს დემაგოგია უწოდა, რის შემდეგაც ანა წითლიძემ მას უთხრა, რომ ჯობდა, ნაბახუსევზე სხდომაზე არ მოსულიყო. აღნიშნულმა ნანავას გაღიზიანება გამოიწვია და კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა სიტუაცია მალევე დასტაბლურდა.

ამავე თემაზე:

საკრებულოს წევრი მერის მოადგილეს - ნაბახუსევზე ხარ (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
19 / ივლისი 2019
საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
19 / ივლისი 2019
ოთხი წლის წინ ჩხოროწყუში, ტობავარჩხილის ხეობაში დაკარგულ გიორგი მუჩიაშვილს დედა ამ დრომდე ეძებს. როგორც ინგა ვეკუამ რადიო "ათიანთს" უთხრა, მას იმედი აქვს,
19 / ივლისი 2019
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მან პენიტეცნიური დაწესებულების
საზოგადოება
კლინიკა „მედი“ საქართველოში 1999 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. იგი წარმოადგენს ცნობილ ესთეტიკურ ინოვაციების საერთაშორისო კლინიკათა ქსელს - „მედი-ესთეტიკს“ საქართველოში.
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრში (LDC) ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს სოციალური უნარების ოთხდღიანი ტრენინგი თემაზე
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს.
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.