ახალი ამბები
ზუგდიდის დრამატული თეატრი 150 წლის გახდა
შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს დღეს 150 წელი შეუსრულდა. ამჟამად თეატრის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დასი კი დროებით სპექტაკლებს კულტურის სახლის შენობაში გამართავს, სადაც, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში დარჩება.





რაც შეეხება თეატრის შენობას, სადემონტაჟო სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მას კომპანია "ქართუ" და ასოციაცია „ატუ“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება ჯამში 20 მილიონ ლარს შეადგენს.



ზუგდიდში სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა. პირველი სპექტაკლი, მოლიერის "ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილს ანტონ ფურცელაძემ დადგა.

Print