რეგიონი
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ინფრასტრუქტურისთვის 91 მილიონ ლარზე დაიხარჯა
სამეგრელოს რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვს 2013 წლიდან დღემდე დახარჯულმა თანხამ 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შესაბამის ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის, 15 მილიონი ლარი, ხოლო ხიდების რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ ლარამდე გამოიყო.



წყალმომარაგების პროექტების განხორციელებას 11 580 000 ლარი მოხმარდა. ნაპირსამაგრი სამუშაოებისთის გახარჯულმა თანხამ სულ 3 320 000 ლარი შეადგინა.

რუხში კლინიკის მშენებლობისთვის, სადაც ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, 41 მილიონი ლარია გამოყოფილი.



გარდა ამისა, ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის გასწვრივ ენგურჰესზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. მათივე ცნობით, ეს მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტის კაშხალზე მოწყობას.


Print