რეგიონი
სოხუმში საზაფხულო საკურორტო სეზონისთვის ემზადებიან
მაისის დასაწყისისთვის სოხუმში ტურისტული სეზონი გაიხსნება. ქალაქის კომუნალური სამმართველოს უფროსმა დიმიტრი ახუბამ „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ამ მიზნით, სოხუმის ცენტრში განთავსებული ძველი, უფუნქციო სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი მოხდება. გარდა ამისა, მისი თქმით, დასუფთავდება ზღვის სანაპირო, დაიდგმება ნაგვის კონტეინერები, მოწესრიგდება ქალაქის წყალგამტარი სისტემის ქსელი.

ახუბას განმარტებით, 13 - 20 აპრილს ჩატარდება საქალაქთაშირისო შაბათობები, რომლებშიც კომუნალური სამსახურები , სხვადასხვა უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მოხალისეები მიიღებენ მონაწილეობას.

Print