ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის ბაზართან
ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა რომელიც ერთ-ერთ გამვლელს ქვედა კიდურებში მოხვდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული კონსტრუქცია გარევაჭრობის აკრძალვის მიზნით, საავტომობილო გზასა და ტროტუარს შორის არის განთავსებული. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ წუთებში პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და მას პირველადი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

Print