რეგიონი
ზუგდიდში სააღდგომო ფესტივალს ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებიც შეუერთდნენ (ვიდეო)
სააღდგომო ფესტივალში, რომელიც ზუგდიდში 2007 წლიდან ტარდება, საქართველოს სხვადასხვა კუთხის 30-მდე სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მას წელს ოკუპირებული აფხაზეთის რამდენიმე სკოლა პირველად შეუერთდა. ფესტივალის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება და კონკურსი ჩატარდა. მას სასულიერო პირები, მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები და საჯარო მოხელეები დაესწრნენ.


ღონისძიების ორგანიზატორის ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის ხელმძღვანელის მანანა ნაჭყებიას თქმით, წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, რადგან საპატრიარქოს მუდმივ შემადგენლობას საპატიო სტუმრები შეუერთდნენ.

„წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულია, საპატრიარქოს მუდმივ შემადგენლობას დაემატა საპატიო სტუმრები - ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლები. ფესტივალის პარალელურად ტარდება კონკურსები ხატვასა და კალიგრაფიაში. ფესტივალი მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ტარდება. ფესტივალი ღვთისმშობლის კვართის მოლოცვით დავიწყეთ“, - აღნიშნა ნაჭყებიამ.


ფესტივალის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები ჩატარდა:

ღვთისმშობლის სამოსელის მოლოცვა-პარაკლისი;

სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია „ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული რეალიები“ ;

ვეფხისტყაოსანზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა;

პარაკლისი ენგურის ხიდთან;

კონკურსები კალიგრაფიაში, ხატვაში, სააღდგომო ,,ფესტივალის დღიური’’ 2016-2017წწ. და სხვ.

ფესტივალი კონცერტით დასრულდა, რომელშიც ღონისძიების ყველა მონაწილე ჩაერთო.

Print