რეგიონი
ხობში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხიდი აღდგენილია

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია

დასრულდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. 

„მოგლეჯილი ხეებისგან ქუჩები უკვე გაიწმინდა. ასევე, კომისიამ შეისწავლა დაზიანებული სახლების მდგომარეობა და სამ ოჯახს გადაერიცხება გარკვეული თანხა. სოფელს ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება“, - ამბობენ მერიაში.

ორი დღის წინ ძლიერმა ქარმა ხობის მუნიციპალიტეტს პრობლემა შეუქმნა. სტიქიამ სოფელ ქარიატაში საფეხმავლო დაკიდული ხიდი დააზიანა, რის გამოც სკოლა და საბავშვო ბაღები დაიხურა. ამასთან, ქალაქს წყლის მიწოდებაც შეუწყდა.





 

Print