ახალი ამბები
IDFI აფხაზეთში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციას აქვეყნებს
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამედიცინო მომსახურებაში გაწეულიხარჯების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. IDFI-მ ცნობები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შეაჯამა. საუბარია 2014-2017 წლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალური მომსახურებით მოსარგებლეებზე.

გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ წლებში, აფხაზი და ოსი პაციენტების სამედიცინო ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის პროგრამის ფარგლებში სულ დაიხარჯა 16,935,074.81 ლარი, ხოლო სამედიცინო მომსახურება სულ 6,188-მა პაციენტმა მიიღო.

ამავე პერიოდში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650).

გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობა 2.4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა თითქმის გაორმაგდა.

50 %-ით გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამედიცინო ტრანსპორტირებით მოსარგებლე პაციენტების რაოდენობაც50%-ით გაიზარდა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კი თითქმის გაორმაგდა.

2014-2017 წლებში სახელმწიფო სამედიცინო დახმარებით მოსარგებლე პაციენტებს შორის უფრო მეტი იყო აფხაზი (3,595), ვიდრე ოსი (2,650). შესაბამისად, აფხაზი პაციენტების სამედიცინო მომსახურებაზე უფრო მეტი თანხა დაიხარჯა (აფხაზ პაციენტებზე – 9,759,689 ლარი, ოს პაციენტებზე – 8,098,078 ლარი)

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს ყველაზე ხშირად ონკოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის დაავადების შემთხვევაში და მედიკამენტების მოთხოვნით მიმართავენ.


Print