ახალი ამბები
ადგილობრივმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს მარადმწვანე ხე აჩუქა
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად სურნელოვანი, მარადმწვანე ფოთლოვანი მცენარე "ოსმანთუსი" გადაეცა. ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ მცენარე მათ ზუგდიდელმა ანდრო ნანავამ აჩუქა. მათივე თქმით, ხე ბოტანიკურ ბაღში გუშინვე დარგეს.



მანამდე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლის ხე ანაკლიის პორტმა აჩუქა.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს წითელ ნუსხაში შეტანილი ხე აჩუქა


Print