რეგიონი
ზუგდიდში საკურა აყვავილდა
ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე იაპონური ალუბლის ხეები აყვავილდნენ. საკურა აქ 6 წლის წინ დარგეს და სავარაუდოდ წელს მეორედ აყვავილდა.



მერიის "კეთილმოწყობის" სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე ძირი იაპონური ალუბალი დარგეს, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა გაიხარა.



სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე ათობით სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე და ბუჩქია დარგული.



საკურას იაპონიაში დეკორატიულ ალუბლის ხეს უწოდებენ. 



საკურას იაპონელები ძველთაგანვე პატივს სცემდნენ და დღესაც ის იაპონური კულტურის სიმბოლოდ ითვლება. ეს ტრადიცია იაპონიაში ნარას ექოპიდან იღებს სათავეს (710-784 წწ). საკურას ყვავილობა ერთ ლოკაციაზე, დაახლოებით, 7 დღემდე გრძელდება.

Print