რეგიონი
ზუგდიდში ელექტრომობილების დასამუხტი პირველი სადგური გაიხსნა
ზუგდიდში კომპანია E-space-მა, რეფერალური ჰოსპიტალის მხარდაჭერით, ელექტრომობილების პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დასამუხტი სადგური გახსნა. ის აღნიშნული ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დამონტაჯებული. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკოლოზ ჭეჟიამ უთხრა.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი აცნობიერებს ეკოლოგიის მნიშვნელობას და ზრუნავს ჯანსაღი გარემოს შექმნაზე. სწორედ ამიტომ ვუერთდებით კომპანია E-space-ს მიზანს, ელექტრომანქანების პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. “ევექსი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას განაგრძობს“, - აღნიშნა ჭეჟიამ.




E-space პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ელექტრომობილების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. კომპანია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში 100-მდე მეორე დონის დამტენის დამონტაჟებას იგეგმავს.

Print