რეგიონი
ოთარ დანელია: ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად 150 -ზე მეტი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, წელს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში 150-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. მისივე თქმით, შარშან სპეციალური ტექნიკის რაოდენობა სულ 14 იყო.

„შედარებისთვის მე შეგახსენებთ, რომ ტექნიკის რაოდენობა შარშან იყო 14. მასშტაბი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხეებიც გაზრდილია“, - აღნიშნა დანელიამ.

მავნებელთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს სამგრელოს რეგიონებში, აბაშასა და მარტვილში გაიმართა. მას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფაროსანას შეწამვლით ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლაშა დამენიამ ისაუბრა.

„აუცილებელია დიდი ველებისა და ტყეების შეწამლვა, რადგან არსებობს იმის საშიშროება, რომ იქ მყოფი ფაროსანები გადმოინაცვლებენ მოსახლეობისკენ, როგორც ეს შარშან მოხდა“, - თქვა დამენიამ.

როგორც შეხვედრაზე ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძემ უთხრა, მავნებლის კონტროლის კუთხით წელს ჩატარებული ღონისძიებები იქნება გაცილებით ეფექტური.


Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2019
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას ანახლებს. ამ მიზნით 19 ივნისიდან სპეციალისტები
19 / ივნისი 2019
ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყო ფოცხოს თემში ოთხ ლოკაციაზე დაამონტაჟეს.
19 / ივნისი 2019
{{ARTICLEIMAGE}}სტუდიის სტუმრები: სალომე გუგუჩია - პროექტის მობილიზატორი, სოფო ჭითანავა - ახალგზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი: ბესიკ ფარცვანია (სატელეფონო ჩართვა).
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდში, რუსთაველის 87 ა-ში, ეროვნული არქივის წინ ჰოსტელი „ბუდე“ გაიხსნა. მასპინძლების თქმით, ჰოსტელში მოსულ სტუმარს მყუდრო, სასიამოვნო და კომფორტული გარემო დახვდება. „ბუდეში“
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, მშენებლობა ან რემონტი სურთ, იპოთეკურ სესხებზე განსაკუთრებულად მოქნილ პირობებს სთავაზობს.
მეგრული ხაჭაპური და ჩურჩხელა ამერიკული ჟურნალის Forbes-ის ვერსიით, ქუჩის კვების საუკეთესო კერძების ათეულში მოხვდნენ.
გამოკითხვა
უნდა აღიმართოს თუ არა ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა ზუგდიდის მთავარ მოედანზე?
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.