რეგიონი
აკაკი მინაშვილი: ნიკანორ მელიას ლადო გეგაშიძემ დაარტყა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი აკაკი მინაშვილი დაიკითხა. მან 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების მიდიმარეობისას მომხარი დაპირისპირების შესახებ დეტალები გაიხსენა. მის თქმით, საარჩევო უბანთან დაძაბული ვითარება შეინიშნებოდა, რადგან იქ იმყოფებოდა სპორტული აღნაგობის რამდენიმე ადამიანი. წიკლაურის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შეძახილები უძღოდა, შემდეგ კი ნიკანორ მელიას ლადო გეგეშიძემ დაარტყა.

„სიტყვიერი დაპირისპირება იყო, როდესაც გავიხედე და ვნახე, რომ ნიკანორ მელიას დაარტყა გეგეშიძემ. რა დროსაც მელია დაეცა. მე მის დასახმარებლად დავიხარე და მხრის არეში მომხვდა ხელი, შემდეგ - სახის არეში, რა დროსაც ცხვირი გამიტეხეს და სათვალე დავკარგე. რადგან მე მხედველობის პრობლემა მაქვს,სათვალის გარეშე ვერ დავინახე, რა მოხდა. თუმცა, თავიდან მელიაზე განხორციელდა თავდასხმა და მას 3-4 ადამიანი ურტყამდა“,- აღნიშნა მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას აკისრებს და ამბობს, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს.

საქმის პროკურორის ნუგზარ ჯიქიძის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ენმ-ს ერთ- ერთი ლიდერი ნიკანორ მელიაც უნდა დაიკითხოს.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

ნუგზარ წიკლაური: კორცხელის ინციდენტი იყო თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე (ვიდეო)


Print