რეგიონი
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებმა შესაძლოა დუმილის უფლება გამოიყენონ
კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებმა შესაძლოა დუმილის უფლება გამოიყენონ და სასამართლოს ჩვენება არ მისცენ. ამის შესახებ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ განაცხადა. სასამართლოში ამ მომენტისთვის შესვენებაა გამოცხადებული. სხდომის დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ბელთაძემ ჟურნალისტებს კომენტარზე უარი განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, დააყენებენ თუ არა შუამდგომლობის საკითხს დუმილის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ საქმეზე პროცესი გუშინაც გაიმართა, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაიკითხნენ.

2016 წლის 22 მაისს გამართულ შუალედურ არჩევნებში კორცხელის საარჩევნო უბანთან სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რამდენიმე მათგანმა დაზიანებები მიიღო, მათ შორის, დიმა ლაშხიამ, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

აკაკი მინაშვილი: ნიკანორ მელიას ლადო გეგაშიძემ დაარტყა
Print