რეგიონი
სოხუმი: ჩვენმა სტენდმა ბარსელონას გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია
დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატამ 16 - 19 აპრილს ბარსელონაში გამართულ კვების პროდუქტების საერთაშორისო გამოფენაში „Alimentaria 2018“ მიიღო მონაწილეობა. აფხაზურ დელეგაციას უწყების პრეზიდენტი გენადი გაგულია ხელმძღვანელობდა.

„აბხაზია - ინფორმის“ ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკის სტენდმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პრეზენტაციის მსვლელობისას ღვინის და სხვა ადგილობრივი პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა. ამავე ინფორმაციით, სტენდი ესპანეთში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა გალინა კუროჩკინამ დაათვალიერა.

"ასეთი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა ხელს უწყობს აფხაზეთის პოპულარიზაციას და დადებითი იმიჯის შექმნას საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნა გენადი გაგულიამ. მისივე ცნობით „აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატა გამოფენის მონაწილე ქვეყნების კატალოგშია შეტანილი“. 
Print