რეგიონი
ქუჯისა და ლევან დადიანის ქუჩებზე ბინების ეზოები კეთილმოეწყობა
ზუგდიდში, ქუჯისა და ლევან მეორე დადიანის ქუჩებზე არსებული მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. ქალაქის მერიამ შესაბამისი ტენდერები უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, დაიგება ბეტონის დეკორატიული ფილები, მოეწყობა სანიაღვრე არხები და გარე განათება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 300 ათას ლარს აღემატება.


ლევან მეორე დადიანი ქუჩა

სამუშაოები ქუჯის ქუჩაზე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 44 დღეში უნდა დასრულდეს, ხოლო ლევან დადიანის ქუჩაზე - 65 დღეში.


ქუჯის ქუჩა 

ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 13 აპრილს გამოცხადდა და ის 5 მაისს დასრულდება.

Print