რეგიონი
ანაკლიაში მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
ანაკლიაში, სასტუმროში ,,palm beach" მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის მიზანია ,,STEM" საგნების წარმატებული გამოცდილებების ურთიერთგაზიარება. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,ზუგდიდი განათლებისთვის“ პრეზენტაცია.

პროექტი მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება.


კონფერენციას ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

Print