ახალი ამბები
სამეგრელოში 24 აპრილიდან გამოიდარებს
ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდები ზუგდიდში და მთელ სამეგრელოში, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.

მათივე ცნობით, 24 აპრილის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14-16 გრადუსი იქნება.

„24-ის დღის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ გამოდარებას, 25-დან კი ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და 27 აპრილის ჩათვლით 25 გრადუსიდან, შესაძლოა, 29 გრადუსამდე დათბეს“, - ამბობენ სინოპტიკოსები.

Print