ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა (ვიდეო)
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, დასუფთავდა მუნიციპალიტეტების შემოსასვლელი გზები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები.

მათივე ცნობით, ყველაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია ზუგდიდში ჩატარდა, რომელშიც ათასამდე მოხალისე მონაწილეობდა. ქალაქ ზუგდიდში სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებისგან დასუფთავდა სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორია, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცალური ტექნიკაც. მასობრივი დასუფთავების აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა სოფლის ცენტრები და მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.



დასუფთავების აქციაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა.

დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოველწლიურად ტარდება.




Print