ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრი 150-ე სეზონს პრემიერით ხვდება
24 აპრილს ზუგდიდის დრამატული თეატრი მაყურებელს სპექტაკლის „ეზოში ავი ძაღლია“ პრემიერას შესთავაზებს. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ოთარ ეგაძეა, რაიონის ყოფილი კულტურის სახლში გაიმართება.

შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრს 150 წელი შეუსრულდა. ამჟამად თეატრის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დასი კი დროებით სპექტაკლებს კულტურის სახლის შენობაში გამართავს, სადაც, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში დარჩება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის დრამატული თეატრი 150 წლის გახდა
Print