ახალი ამბები
ჯანელიძე: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები მძიმე მდგომარეობაშია
რეგიონები, რომელიც ოკუპირებულია დღეს რუსეთის მხრიდან, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის „როუზ-როსის“ 97-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ადამიანები ურთულეს პირობებში არიან.

„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს არჩეული გზა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზა“- განაცხადა ჯანელიძემ.

ჯანელიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.


Print